წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის განხილვა გაიმართა
28-11-2019, 13:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის (2020-2023 წლები) განხილვა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ნინო ხუხუა, გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები: გიორგი ნასრაშვილი და ნინო კაკუბავა დაესწრნენ.

 

 

მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა მარეხ კანკაძემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა, განიხილა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტები, ისაუბრა მუნიციპალიტეტის საერთო ხედვისა და სტრატეგიული მიზნების ჩამოყალიბების პროცესზე, რომელშიც ჩართულია როგორც საჯარო სექტორი, ასევე სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი მოსახლეობა. სოციალური მიმართულებით გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი პროგრამების შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნათია ჩაკვეტაძემ გააკეთა განმარტებები, ხოლო 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის ძირითადი ასპექტები შეკრებილებს საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ფატი გაგოშიძემ გააცნო.

 

 

მუნიციპალიტეტში საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის 2020-2023 წლების მომზადებისთვის პასუხიმგებელი სამუშაო ჯგუფის წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ გადაუხადა, მანვე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარებაზე არსებით გავლენას მოახდენს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივა, რომელიც კურორტში არსებული სანატორიუმებისა და აბაზანების რეაბილიტაციასა და საკურორტო ზონის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავება მოხდა პროექტის "ადგილობრივი მონაწილეობითი განვითარება“ მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (AYEG) და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ხელშეწყობით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი