ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა გვაქვს“
28-11-2019, 14:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ში  ვიზიტი შეაფასა. 

 

 

მინისტრმა  ყურადღება ვიზიტის ფარგლებში გამართულ ნაყოფიერ  შეხვედრებსა და აშშ - საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სამწლიან  ჩარჩო - ხელშეკრულებაზე გაამახვილა, რომელსაც ხელი პენტაგონში მოეწერა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან  უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა აქვს.

 

 

„პირველი შეფასება, რაც პენტაგონის უმაღლეს წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა, იყო შემდეგი, რომ ჩვენს უწყებებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, ეს არის აშშ-ის  პენტაგონის მთავარი წარმომადგენლის შეფასება. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა და ეს დადასტურდა სწორედ ვიზიტის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, აშშ-ს მთავრობა და პენტაგონის წარმომადგენლები ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელებას მოუთმენლად ელიან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი