„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ არმაგედონს ჰპირდება.
მისი თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ზუსტად ისე, როგორც „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი იმსახურებენ.
„გუშინ ივანიშვილმა გვამცნო, რომ არავითარ აჯანყებას და არავითარი ხუნდების აყრას, ხუნდაძისას არ ჰქონია ადგილი. არავითარ დაჩი ბერაიას არ აუმაღლებია ხმა და არავითარი შიპლაშვილის ამბოხი ეს არ არის. ეს იყო ივანიშვილის პირადი მზაკვრობა. ახლა, თათარასავით ავლებს ამ მართლა, ყველაზე უფრო საზიზღარ მასაში თავის მინისტრებს. გამოდიან და ერთსა და იმავე სისულელეს ამბობენ. მაგალითად, აბსოლუტურად უტიფარი ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ჩვენ დაპირება არავისთვის მიგვიციაო, გინების და ფურთხის ღირსია ასეთი მინისტრი, რადგან ყველას გვახსოვს დაპირებაც და ყველას გვახსოვს, როგორ ტრაბახობდა „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელი, რომ პროპორციულ, სამართლიან არჩევნებს 30 წლის თავზე ჩვენ ვაძლევთ ხალხსო. სალომე ზურაბიშვილი დაგვესიზმრა ალბათ, რომ ამაყობდა გაეროს ტრიბუნიდან?! თუ როგორია დაპირება, რას ჰქვია დაპირება არ მიუცია, სხვანაირად როგორ ხდება დაპირება. ამ ადამიანის სიტყვას ფასი აღარ აქვს“ , - განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავას თქმით, ოპოზიცია, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით საზოგადოებას გამოსავალს სთავაზობს.
„მისტერ პიტკინივით მიძვრებოდა თურმე ოხანაშვილი, უნახავთ. სამარცხვინოა, რა უნდა ელაპარაკო ამ ხალხს. თავიანთი სახე ხალხს რომ არ დაანახონ, მათ შორის პოლიციამაც, აი, ასე შემოღობილი რკინის ჯებირებით ივლიან. რაიონშიც წამოიღებენ ამ ჯებირებს, იმის იქითაც, რავიცი, ჩავალთ ყველა ქალაქში და კი ბატონო, იარონ. ეს პროტესტი არ დამთავრდება. ეს ხომ თავისუფალი ჟანრია, პლენარული სხდომა ჩაინიშნება, მოვალთ, განსაკუთრებით მოვემზადებით. ამას წინასწარ ვეუბნებით და არ ვმალავთ, ტყუილად დაძვრებიან ეს სუსის მანქანები ოფისებთან, რაღაც „ჟუჩოკებით“ წვალობენ და ერთ ამბავში არიან. არაფერს ვმალავთ, ყველა ჩვენი თათბირი აბსოლუტურად ღიაა, პირდაპირ გეუბნებით - მოსამართლეების, მურუსიძეების დანიშვნას რომ დაიწყებთ აქ, შემდეგის შემდეგ კვირას, აი, შემდეგ ნახეთ თქვენ არმაგედონი, ეს რკინის ჯებირები არ გეყოფათ. იმ მზაკვრობისა და ტყუილის პირდაპირ შედეგს ვიმკით, რომ სასამართლოს მიტაცება ხდება და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიტაცა მთელი სახელმწიფო ამ კაცმა“ , - განაცხადა გიგი უგულავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.