„არ გიშველის ჯაყოს მეთოდიკა, ყველას რომ კონტრრევოლუციას უწოდებდა და ბოლოს მაინც არ აცდა გაკულაკება, წაართვეს ყველაფერი, რადგან „რაც არ გერგება არ შეგერგება“ - შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს
28-11-2019, 15:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წუხელ ქვეყნიერებამ კიდევ ერთხელ იხილა გაკოტრებული, არაადექვატური, წონასწორობა დაკარგული დიქტატორის ე.წ. გამოსვლა, საიდანაც შეიძლება გავაკეთოთ ერთადერთი დასკვნა - ამ ხელისუფლებას წასვლის გარდა არაფერი უშველის, მათგან არაფერი გამოვა, - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით.

 

 

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი პროპორციული არჩევნები და "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლაა.

 

 

"მათ ერთადერთი რამ შეუძლიათ - პროპორციული არჩევნები და კარის გახურვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისული პროცესი ვითარდება კატასტროფული მიმართულებით, რის გამოც ჩვენ იძულებულები გავხდებით ვიფიქროთ დროებითი ალტერნატიული მთავრობის შექმნისა და პროპორციული დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე, რისთვისაც შემდგომ, მივმართავთ მსოფლიო თანამეგობრობას. სასურველია საქმე აქამდე არ მივიდეს და საქმე აქამდე რომ არ მივიდეს, პირველ რიგში დიქტატორმა უნდა გამოიბერტყოს ყურები. გადაწყვეტილებების მისაღებად დარჩა ძალიან მოკლე პერიოდი. მერე აქეთ რომ დაიწყებს ხვეწნას პროპორციული არჩევნებით გამიშვით და მეტი არაფერი მინდაო, შეიძლება გვიანი იყოს.

 

 

გუშინ ვიხილეთ უწიგნური წიგნებში, რომელსაც ცინიზმის უმაღლესი კოეფიცინი ახასიათებს. დაპირებული 150 ფაბრიკა-ქარხნის ნაცვლად, გუშინ უკვე საზღვარგარეთ სამუშაო ადგილების შოვნას შეგვპირდა. ასევე, ურცხვად განაცხდა, რომ მხოლოდ ერთი დაპირება მოგატყუეთ, მხოლოდ პროპორციულში "გადაგაგდეთ", სხვა ყველაფერი შევასრულეთო. სიმდვილეში ის ყველაფერო რომ არ შეასრულა და გადაგვაგდო, ამიტომ გახდა იძულებული მერე პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე დაპირება გაეცა. იქამდე მივიდა, რომ გვითხრა 20 ივნისის ღამეს პოლიციამ შესანიშნავად იმუშავა და დაშალა აქციაო. თვალები დათხარეს ახალგაზრდებს, სისხლში აბანავეს, დათვების საწინააღმდეგო ტყვიები გამოიყნეს და თურმე პოლიციას კარგად უმუშავია. რაც ჩვენი თავლით ვნახეთ, იმასაც გვატყუებს. თქვენ ყველა ნაციონალები ხართო. იცით, რა მინდა ვუთხრა ამ ბატონს? დღეს, ყველა - „ლეიბორისტიც“, „ნაციონალიც“, „ევროპელიც“, „კონსერვატორიც“, პროამერიკელიც, პრორუსიც და ა.შ. ითხოვს შენ წათრევას ხელისუფლებიდან. შეგიძლია, ამ ყველას დაუძახო „ნაციონალი“, „ლეიბორისტი“, მაგრამ ამით არსი არ იცვლება. შესაკრებთა გადანაცვლებით შედეგი არ იცვლება, უნდა წახვიდე! ამას ითხოვს ყველა და არ გიშველის ჯაყოს მეთოდიკა, ყველას რომ კონტრრევოლუციას უწოდებდა და ბოლოს მაინც არ აცდა გაკულაკება, წაართვეს ყველაფერი, რადგან „რაც არ გერგება არ შეგერგება“. ასევე არ შეგერგება ის, რაც არ გერგებოდა და მიიღე სიცრუით და ჩვენი ხალხის გამოყენებით" , - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი