"ბრძოლა ჩემთვის ორმაგად საამაყო სწორედ იმ მიზეზით გახლავთ, რომ ამ არჩევნებში დასახელებული ვარ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მიერ და არა პოლიტიკური გაკოტრების გზაზე მდგარი „ქართული ოცნებისგან", - აღნიშნავს ირმა ინაშვილი „ქართული ოცნების" განცხადების საპასუხოდ.
„რბილად რომ ვთქვათ, გაკვირვებული ვარ კოალიცია „ქართული ოცნების" განცხადებით იმის შესახებ, თითქოს მე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი და საგარეჯოს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ამომრჩევლებში ვავრცელებ განცხადებებებს, რომ „ქართული ოცნება" საგარეჯოს ოლქში მხარს მე, ირმა ინაშვილს მიჭერს. სრულიად გაუგებარია, თუ რა მიზანს ემსახურება მმართველი კოალიციის აღნიშნული განცხადება.
კოალიცია „ქართული ოცნებისაგან" კატეგორიულად მოვითხოვ,- საზოგადოების წინაშე საჯაროდ და კონკრეტულად განმარტოს, თუ სად და როდის გამოვთქვი მსგავსი მოსაზრებანი. ჩემს შეხვედრებს სოფლებში უამრავი ადამიანი ესწრება და ნებისმიერი მათგანი დაადასტურებს, რომ ასეთი განცხადება არც საჯაროდ, არც კულუარულად, არც ღიად და არც ფარულად არ გამიკეთებია და გულახდილად გეტყვით, რომ ასეთი სურვილი არც მამოძრავებს!
უინტერესო არც ის არის, თუ ვინ მიაწოდა მსგავსი სიცრუე კოალიციის მმართველ ორგანოს და რა მსჯელობისა და ფიქრის საფუძველზე გავრცელდა აღნიშნული დეზინფორმაცია. მნიშვნელოვანია პირთა წრეც, რომელთა ინიციატივით გავრცელდა ეს სისულელე. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ აბსურდული და პოლიტიკური თვალსაზრისით, აბსოლუტურად არაკორექტული განცხადების ინიციატორი ჩემი კონკურენტი რესპუბლიკური პარტიაა.
აქვე აღვნიშნავ, რომ საგარეჯოს მაჟორიტარობისთვის ბრძოლა ჩემთვის ორმაგად საამაყო სწორედ იმ მიზეზით გახლავთ, რომ ამ არჩევნებში დასახელებული ვარ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მიერ და არა პოლიტიკური გაკოტრების გზაზე მდგარი „ქართული ოცნებისგან", აცხადებს ირმა ინაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.