საქართველოს პარლამენტის შენობაში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურში განაცხადეს, სხდომა დილის ცხრა საათიდან მიმდინარეობს. მათი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ და სესიაზე განსახილველ საკითხებს განიხილავენ.
ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები, პარლამენტის შენობის მორიგი პიკეტირების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოსთან 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, თუმცა უმრავლესობის თითქმის სრული შემადგენლობა უკვე პარლამენტში იმყოფებოდა. საკანონმდებლო ორგანოში 10:00 საათისთვის, როცა პირველი ღონისძიება - კერძოდ, იურიდიული კომიტეტის სხდომა იყო დაანონსებული, მხოლოდ უმრავლესობის რამდენიმე წევრი მივიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.