„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ უკვე გათავისუფლებულია.
„დამიჭირეს, განგარიდეთო, გამომიშვეს, მოვდივარ ტაქსით. აგერ ტაქსით მოვდივარ უკან აქციაზე“, – წერს უგულავა და ფოტოს აქვეყნებს.
საჯარო ბიბლიოთეკის შენობასთან მიმდინარე აქციიდან პოლიციამ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გიგი უგულავა ცოტა ხნის წინ გაიყვანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.