„მიკვირს მათი, ვისაც გგონიათ, რომ „ივანიშვილი დასრულდა“ - კი არ დასრულდა, დაიწყო, დასრულება კი ჩვენზეა დამოკიდებული“, გიორგი კიკონიშვილი
29-11-2019, 13:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შიში და უიმედობა ასე ღიად ჯერ არავის დაუთესავს ამ ქვეყანაში, ხოლო ტოტალიტარიზმი ასე ღიმილით ჯერ არავის დაუანონსებია“, ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია „იმედზე“ გასულ ინტერვიუს „თანასწორობის ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი და ბლოგერი გიორგი კიკონიშვილი.

 


„მნიშვნელოვანია ეს ინტერვიუ არა როგორც ტექსტი, არამედ როგორც ქვეტექსტი, ირიბი გზავნილი; არა ის, რაც თქვა, არამედ ის, რაც იგულისხმა; ეს ქვეტექსტი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად რჩება და ილექება მაყურებლის გონებაში, ხშირად იმაზე ეფექტურად, ვიდრე პირდაპირი გზავნილი.

 


ძირითადი გზავნილი რაც ივანიშვიშვილმა გამოუშვა, ვფიქრობ, არის ეს: თუ თავში ჭკუა შეგრჩენიათ, მიბაძეთ საზოგადოების პოლიტიკურად არააქტიურ, პასიურ ნაწილს. მან „გენეტიკურად ბრძენი“ და „ჭკვიანი“ უწოდა მათ, ვინც ჩუმადაა, რითიც სიჩუმე დააანონსა გადარჩენის გზად. ეს გზა მშობლიურია საბჭოთა მორჩილებაში ნაცხოვრები საზოგადოების კრიტიკულად დიდი ნაწილისთვის; მათთვის ყველაზე კარგადაა გასაგები, რომ ეს ქება ხალხის სიბრძნის, სინამდვილეში გაფრთხილებაა, თითის ქნევით. ხოლო ვისაც ეს არ შეგიძლიათ, წადით ქვეყნიდან, ამაში თავად დაგეხმარებათ, აქვე, საქართველოში პრობლემების გადაჭრის იმედი არ უნდა გვქონდეს. მოკლედ, ვისაც არ მოგწონვართ, დაახვიეთო.

 


ინტერვიუს ყველაზე შემზარავი ნაწილი გახლავთ სპექტაკლი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თავად დადგა (კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ მოსწონს და იმაზე უფრო ამაყია, ვიდრე რობერტ სტურუა საკუთარი ნიჭით) - ეს სპექტაკლია ტოტალიტარიზმის დაანონსება პირდაპირ ეთერში, ხელში 1984-ით და სახეზე ღიმილით - ეს კადრი დიდხანს გვემახსოვრება, სამწუხაროდ.

 


და რაც მთავარია, ინტერვიუს ყველაზე საშიში და პირდაპირი, მოურიდებელი გზავნილი - ვციტირებ: „შანსი არ [გ]აქვთ, ნუ ურტყამთ კედელს თავს, არაფერი არ გამოვა“.

 


მოკლედ რომ ვთქვათ, შიში და უიმედობა ასე ღიად ჯერ არავის დაუთესავს ამ ქვეყანაში, ხოლო ტოტალიტარიზმი ასე ღიმილით ჯერ არავის დაუანონსებია.

 


მიკვირს მათი, ვისაც გგონიათ, რომ „ივანიშვილი დასრულდა“, კი არ დასრულდა, დაიწყო, დასრულება კი ჩვენზეა დამოკიდებული“, წერს კიკონიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი