კალაში მცხოვრებმა ხარძიანების მრავალშვილიანმა ოჯახმა ამერიკაში მცხოვრები სვანი ემიგრანტებისგან საჩუქრები მიიღო
29-11-2019, 17:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


მესტიის მუნიციპალიტეტის კალის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებმა ხარძიანების მრავალშვილიანმა ოჯახმა, ამერიკაში მცხოვრები სვანი ემიგრანტებისგან საჩუქრები მიიღო.

 


მესტიის მერიის ცნობით, სვანი ემიგრანტები სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის რაიონულ განყოფილებას დაუკავშირდნენ ბენეფიციარის შესარჩევად. სააგენტოს წარმომადგენლებმა სააგენტოს ბაზაში არსებული სოციალური დახმარების მიმღები და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ქვეპროგრამის მონაცემების მიხედვით შეარჩიეს შესაბამისი ოჯახი.

 

 

ედვარდი ხარძიანის და სოფიო გულბანის ხუთშვილიანი ოჯახი კალის ადმინისტრაციულ ერთეულში წელს გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახთან კოორდინაციის შემდეგ შეირჩა საჭირო საოჯახო ტექნიკა და სამზარეულოს აღჭურვილობა, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის რაიონული განყოფილების წარმომადგენლებმა, ოჯახს პირადად გადასცეს.

 

 

 


„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მადლობას ვუხდით ამერიკაში მცხოვრებ სვან ემიგრანტებს ქველმოქმედებისთვის და ხარძიანების ოჯახს, რომელიც დაუბრუნდა მამაპაპისეულ კერას, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ მშობლიური კუთხე“, აცხადებენ მესტიის მერიაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი