მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ დაფუძნებული მოძრაობა „ლელო“ დავით უსუფაშვილის და ფიქრია ჩიხრაძის პოლიტიკურ პარტიებთან ერთიანდება.
„შენების მოძრაობა“, ახალი მემარჯვენეები“ და „ლელო“ პოლიტიკაში განაცხადს ერთობლივად გააკეთებენ. ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ.
მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „ეს არის პირველი ნაბიჯი“ და კონსულტაციები გაგრძელდება. მან დასძინა, რომ ოპოზიციასთან არ ჰქონია არავითარი კონსულტაცია, გარდა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებისა.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა. ეს არის ამ ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, რომელშიც არის შესული. ამაზე პირველი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება, მაგრამ საზოგადოება დაიღალა ურთიერთგადაბრალებით ამ ორ ძალას შორის, შესაბამისად, ჩვენ წარმოვადგენთ იმ ხედვას, რომელიც იქნება განსხვავებული, ეს გზა იქნება გამარჯვებაზე, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაზე, სახელმწიფოებრიობის მშენებლობაზე ორიენტირებული და არა იმაზე, რომ ჩვენი ქართველი ადამიანები 37 ევროდ გაისტუმრონ სხვა ქვეყნებში და სამუშაო ადგილებში დაასაქმონ უცხოეთში“, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.