საბერძნეთის სანაპიროებს მიგრანტების მორიგი ნაკადი მიუახლოვდა. BBC-ის ცნობით, 4 200 თავშესაფრის მაძიებელი ორი გემით პირეოსის პორტისკენ გაემგზავრა. პარალელურად დღეს ათენში მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა უნდა გაიმართოს.
მხოლოდ გასულ კვირას საბერძნეთში 23 000 მიგრანტი ჩავიდა. საბერძნეთის გარდა, მიგრანტების დიდი ნაკადის პრობლემას განიცდის ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც. ასობით მიგრანტი, რომელთა უმრავლესობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაა, უნგრეთში ერთ-ერთ სარკინიგზო სადგურზეა გაჩერებული. მათ პოლიცია ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გამგზავრების საშუალებას არ აძლევს.
მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერები 14 სექტემბერს საგანგებო სხდომაზე იმსჯელებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.