მოკლულია საზოგადოების ორი წევრი ლონდონის ხიდზე ცივი იარაღით განხორციელებული თავდასხმის შედეგად. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
ლონდონის პოლიციამ თავდასხმა ტერორისტულ ინციდენტად გამოაცხადა. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილს, რომელიც შემთხვევის ადგილას იქნა მოკლული, ცრუ ასაფეთქებელი მოწყობილობა ეკეთა.
ინციდენტის შესახებ ინფორმაცია პოლიციის ოფიცრებმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:00 საათზე მიიღეს და ისინი დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ ლონდონის ხიდისკენ.
ლონდონის ხიდზე თავდასხმა 2017 წლის 3 ივნისშიც მოხდა, როცა 8 ადამიანი იქნა მოკლული და არაერთი სხვა დაჭრილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.