პარტია „კანონი და სამარათალი“-ს თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქზე“ წერს, რომ აუცილებელია არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, რათა ჩამოყალიბდეს კოალიციური მთავრობა და ერთი და იგივე „ნაცნობ-ნათაღლითარი“ სახეების ადგილი აღარ დარჩეს ქართულ პოლიტიკაში.
„მეგობრები მწერენ ხშირად, აღარ შეგვიძლია 30 წელი ერთი და იგივე „ნაცნობ- ნათაღლითარი“ სახეების ყურება პოლიტიკაშიო, ზუსტად მესმის - მეც აღარ შემიძლია!!!!!! მეტიც- აუტანელია! ჰოდა, სწორედ მაგიტომაც გვინდა და გვჭირდება ეს პროპორციული არჩევნები და ნორმალური საარჩევნო გარემო და არ მგონია ხალხმა კვლავ ცხვირი „მიაყნოსიოს“ რუსეთუმე - მომპარავებს ხელისუფლებაში, გამორიცხულია!
კოალიციური მთავრობა - რეფორმებით, მთლიანად შეცვლის (უკეთესობისკენ ცხადია) ვითარებას ქვეყანაში და მისცემს ქვეყანას განვითარების საშუალებას!- ყველაფერი კარგად იქნება - მრავალგზის „ნათაღლითარი პოლიტიკანკების“ თუ პოლიტიკოსების დრო უნდა წავიდეს - მორჩა! ის, რომ პოლიტიკაში მრავალი წელი ხარ (და სარგებელი არ მოგიტანია არასდროს, მიუხედავად მაღალი თანამდებობებისა ქვეყნისთვის და ხალხისთვის), ეს გამოცდილებას არ ნიშნავს, უფრო - დიდი ხნის თაღლითობის გამოცდილებას ნიშნავს! მოკლედ რომ ვთქვა - ყველაფერი კარგად იქნება!
P.S. როგორც ჩემი მეზობელი ძია ალექსი ამბობს: „წაიღეს რააა, ჯერ ქვეყანა, მერე ტვინი, 30 წელია პიჯაკი მოგბეზრდება ერთი და იგივე და ამათი ყურება „ნიუჟელი“ აღარ მობეზრდა ხალხსო?!“ მობეზრდა, მობეზრდა ჩემო ძია ალექსი, ჰოდა - „შევცვლით ქვეყანას და ისე მოვალთ“!!!!!! - წერს თაკო ჩარკვიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.