გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, გივი თარგამაძეს აფრთხილებს: „შენნაირები ისევ ცხვირს ვერ გამოყოფთ გარეთ!“
„გივი თარგამაძეს ენა აუქაფებია და ესეც ჩემი პასუხი, ვასილიჩ!
კაი კაცო, ახლა ვალდებულიც კი ვარ კონკრეტულად გაგახსენო. დიახ, ცხვირს ვერ ყოფდი გარეთ, დიახ შუამავლად სოსო ჯანელიძე და ლევან თარხნიშვილი გამომიგზავნე, დიახ, ჩვენს შეხვედრას შენს სახლში ესწრებოდა ზაზა ჭაია, ირაკლი ფირცხალავა და კახა ნაკანი. მე გადმოგეცი ციხის კადრების „ცოცხების“ სრული ვერსია რომელიც დამალე, იმიტომ რომ ლექსო ჭიკაიძე ყოველთვე 10 000$-ს გიგზავნიდა, გვაზავას მეშვეობით დალაგდი. კიდევ მე ვარ ადამიანი-უნიტაზი?! განვაგრძო თუ საკმარისია? წყარო რომ იყავი, გაგთქვა თუ გახსოვს?!
შენნაირები ისევ ცხვირს ვერ გამოყოფთ გარეთ!“ - წერს ელისო კილაძე Facebook-ზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.