ნათია მეზვრიშვილი: “საქართველო „OGP“-ს მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს - ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავააქტიურებთ”
30-11-2019, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - ნათია მეზვრიშვილი გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ჩატარებული შუალედური კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო. კვლევამ სახელმწიფო სერვისების მიმართ მოქალაქეების ნდობის მაჩვენებელი შეისწავლა.

 


პრეზენტაციას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში - ლუიზა ვინტონი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში - ჯასტინ მაკკენზი სმიტი და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი სიტყვით გამოსვლისას გაერთიანებულ სამეფოს და გაეროს განვითარების პროგრამას, მნიშვნელოვანი კვლევის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, მხარს უჭერს საჯარო მმართველობის რეფორმას და ცდილობს, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას.

 

 

„ჩვენ პროგრესული ნაბიჯები  გადავდგით საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართულებით, თუმცა, არის კიდევ გარკვეული საკითხები, რომელზეც სამუშაოა და თამამად შეიძლება ითქვას, აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ალბათ გარკვეულწილად ეს ნაბიჯები, სწრაფი ტემპებით  გასულ წელს, ვერ გადავდგით, ამიტომ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მომავალი წლიდან, ამ მიმართულებებით, ჩვენ კიდევ უფრო გავაქტიურდეთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საჯარო მმართველობის რეფორმას მხარს უჭერს და თქვენთან თანამშრომლობით ვეცდებით, რომ კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენთვის ეს კვლევა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით რომ, გვეხმარება, ერთი მხრივ, იმ პროგრესის დანახვაში, რაც ამ მიმართულებით გვქონდა, ხოლო მეორე მხრივ, იმ ნაკლოვანებების და გამოწვევების დანახვაში , რომლებიც უნდა გამოვასწოროთ რეფორმაზე მუშაობის პროცესში. მოგეხსენებათ, ეს რეფორმა  5 წელია მიმდინარეობს და საკმაოდ ხელშესახები შედეგები, თქვენი დახმარებით, გვაქვს. რამდენიმე მიმართულებას მინდა შევეხო. მუშაობის პროცესში განვითარდა პოლიტიკის დაგეგმვის სისტემა. ჩამოყალიბდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების მონიტორინგის და შეფასების მექანიზმები. რა თქმა უნდა, აქ ჯერ კიდევ  ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და ამ მიმართულებით აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას".

 


ნათია მეზვრიშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ  საქართველო „OGP"-ს მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

 

 

"ორი მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც თქვენ, ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ: „საჯარო  სამსახურის შესახებ" და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონი, რაზეც დეტალებზე არ შევჩერდები, რაც საკმაოდ პროგრესული და წინ გადადგმული ნაბიჯია.  2019 წელს, როგორც მოგეხსენებათ, საქართველო „OGP"-ს მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს და ამ მიმართულებით  მუშაობას კიდევ უფრო გავააქტიურებთ. დაიწყო სახელმწიფო სერვისების მიწოდების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, რაც ერთიანი სტანდარტების დანერგვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებ, რომ ამ მიმართულებითაც პროგრესი გვექნება. აღარაფერს ვამბობ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვაზე, მთელი ამ წლების განმავლობაში , რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმია.  კვლევითაც კარგად ჩანს, რომ ზოგადად, ამ რეფორმას, საჯარო მოხელეების 92% მხარს უჭერს, თუმცა ბევრი რამ არის, კიდევ გასაკეთებელი ინფორმირებულობის თვალსაზრისით და მთავრობის ადმინისტრაცია, საჯარო მმართველობის რეფორმის კომუნიკაციის სტრატეგიის მომზადებაზე „UNDP"-სთან აქტიურად გააგრძელებს მუშაობას", - განაცხადა მან.

 

 

ნათია მეზვრიშვილმა სამი ძირითად პრიორიტეტი გამოყო და განაცხადა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამ მიმართულებით გაკეთდება  აქცენტები.

 

 

„სამ მნიშვნელოვან პრიორიტეტს გამოვყოფდი, რაზეც მოკლევადიან პერსპექტივაში , ჩვენ აქცენტებს გავაკეთებთ. ბევრი თემაა ,რაზეც სამუშაო გვაქვს, მათ შორის, საკანონმდებლო ნაწილი , ახლა ამაზე დეტალურად არ შევჩერდები , რაც სამწუხაროდ,  დასაჩქარებელია და  აქტიური ტემპებით ვერ წავედით გასულ წელს. 1-ლი ეს არის წარმატებით დასრულება 2019-2020 წლის გეგმის. 

 

 

მეორე აქტიური მიმართულება რაც იქნება, ეს არის  ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და მიზნებს ვფიქრობთ ისე განვსაზღვროთ, რომ კონკრეტულ შედეგებზე იყოს ეს ყველაფერი ორიენტირებული და მესამე - ვფიქრობთ, რომ გასაძლიერებელია და ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ, საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭო, რათა მაღალი დონის წარმომადგენლობა უზრუნველვყოთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მთავრობის ადმინისტრაცია, თქვენთან ერთად აქტიურად გააგრძელებს მუშაობას თითოეული მიმართულებით და კიდევ ერთხელ, მადლობა გაერთიანებულ სამეფოს და გაეროს  განვითარების პროგრამას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი  აქტიური მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები: 36
#36   Ramonita
      
References:


Bpay deposit online pokies real money http://bbs.sdhuifa.com/home.php?mod=space&uid=1253266
გუშინ, 18:24
#35   Lashay
      
References:


MiFinity accepted casinos Australia top rated MiFinity casinos Australia
გუშინ, 06:40
#34   Dusty
      
References:


Online pokies deposit with BPay top BPay casinos Australia
გუშინ, 04:55
#33   Marissa
      
References:


Safe bank transfer casino Australia dachangningtongchengwang.qsygps.com
28 ოქტომბერი 2026 21:09
#32   Kristen
      
References:


New MiFinity casinos Australia best MiFinity bonuses
AU
27 ოქტომბერი 2026 15:44
#31   Elizabeth
      
References:


MiFinity accepted online pokies AU 4001179958.org
27 ოქტომბერი 2026 12:24
#30   Ashton
      
References:


Payid withdrawal online pokies canadaasians.com
21 ოქტომბერი 2026 22:39
#29   Kandace
      
References:


Real money payid online pokies online pokies
real money payid
21 ოქტომბერი 2026 12:13
#28   Aiden
      
References:


Payid deposit online pokies git.arteneo.pl
21 ოქტომბერი 2026 06:37
#27   Tyler
      
References:


Best online pokies payid https://winnipegasians.com/
20 ოქტომბერი 2026 17:18
#26   Dale
      
References:


Genuine bpay pokies https://doc.anagora.org/
18 ოქტომბერი 2026 16:15
#25   Candy
      
18 ოქტომბერი 2026 13:04
#24   Yasmin
      
References:


Daily free spins payid pokies top 10 payid pokies
18 ოქტომბერი 2026 11:37
#23   Juliann
      
References:


Neosurf minimum deposit casino au dominguez-murray.federatedjournals.com
18 ოქტომბერი 2026 04:29
#22   Mohamed
      
References:


Withdraw casino winnings Osko Osko pokies tips
17 ოქტომბერი 2026 19:09
#21   Vincent
      
References:


Use neosurf at online casino australia neosurf
minimum deposit casino au
17 ოქტომბერი 2026 11:13
#20   Demi
      
References:


VIP payid pokies australia md.coredump.ch
15 ოქტომბერი 2026 01:03
#19   Alba
      
References:


Payid pokies deposit payid casino online pokies
15 ოქტომბერი 2026 00:00
#18   Floy
      
References:


Payid pokies welcome bonus http://bbs.pcgpcg.net/home.php?mod=space&uid=1380751
14 ოქტომბერი 2026 22:11
#17   Lamont
      
References:


No verification payid pokies australia graph.org
14 ოქტომბერი 2026 14:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი