ჩვენი ამოცანა არ არის რადიკალური პროტესტი, ჩვენი ამოცანაა პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ შეხვედრის დაწყების წინ, რომელიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობს.
გიგა ბოკერიას თქმით, შეხვედრას იმის გამო დათანხმდნენ, რომ ხელისუფლებისთვის არ მიეცათ იმის თქმის საბაბი, რომ ოპოზიციამ შეხვედრა ჩაშალა.
„ძაან რბილად რომ ვთქვა, უცნაური ფორმატი შემოგვთავაზა ივანიშვილის გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი, ვინც პროპორციული არჩევნების მოთხოვნის პროტესტის სათავეში იდგა, ჩვენი მიმართვის მიუხედავად, არ დაპატიჟეს. მაგრამ ახლა, მას შემდეგ, რაც შეიცვალეს „სალი კლდე“ პოზიცია, რომ საერთოდ საუბარს არ აპირებდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე და „გერმანულ მოდელზე“, არანაირ საბაბს არ მივცემდით, რომ ეთქვათ, ოპოზიციამ ჩაშალა შეხვედრაო. ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ ვართ“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ივანიშვილის ხელისუფლებასთან უარმავი საკითხია დასასმელი, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე კონკრეტულ საკითხს დააყენებენ.
„უამრავი საკითხია დასასმელი ივანიშვილის ხელისუფლებასთან. ამ შეხვედრაზე არის ერთი მთავარი საკითხი, დაპირების შესრულება, „გერმანულ მოდელზე“ გადასვლა და აქ ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული წინადადება არსებული კონსტიტუციის პირობებში როგორ უნდა მოხდეს სწრაფად.
მეორე, ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი გავრილოვის ღამის შემდეგ დაკავებული პოლიტპატიმრების საკითხი. ეს არის საკითხები, რაც იქნება არსებითი ნაბიჯები განმუხტვისთვის, რაც არის ჩვენი ამოცანა.
ჩვენი ამოცანა არაა რადიკალური პროტესტი, ჩვენი ამოცანაა პროპორციულ არჩევნებში და სამართლიან არჩევნებში ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება, მაგრამ აქეთკენ სვლას სჭირდება ის ნაბიჯები, რაზეც ვისაუბრე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.