„ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსასვლელად სერიოზულად ემზადება. საქართველოს უახლოეს ისტორიაში ის კრემლის მიერ შემოგდებული „მესამე ჯოკერი“ გახლავთ“, – აცხადებს ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.
მისივე ინფორმაციით, ლევან ვასაძე ვლადიმერ პუტინის პროექტია და მან სპეციალურად შეარჩია ზღაპრული რაინდის იმიჯის მქონე პიროვნება. „ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსასვლელად სერიოზულად ემზადება. ეს სამზადისი მან დიდი ხნის წინ დაიწყო. ეს პერსონა პოპულისტური განცხადებებით, მოდური მანევრებით, ჰეროიკული გამოხტომებით, შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით, წლების მანძილზე ცდილობს საზოგადოების ნდობის მაღალი ხარისხის მოპოვებას. საქართველოს უახლოეს ისტორიაში ის კრემლის მიერ შემოგდებული „მესამე ჯოკერი“ გახლავთ. პირველი ასეთი – ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი გახლდათ, მეორე ბიძინა ვანიშვილია, მესამე კი, როგორც უკვე ვთქვი – ლევან ვასაძე. მას პუტინი აუცილებლად შესვამს თეთრ ცხენზე და ქვეყანაში, როგორც უკანასკნელ იმედს, ისე შემოიყვანს, ეს ადამიანი ისე კითხულობს ლექსს: „ჰეი, თქვენ არაგველებო“, რომ ქვის გული უნდა გქონდეს, რომ არ აგეტიროს. ასეთი ზღაპრული იმიჯის მქონე რაინდი პუტინმა სპეციალურად შეარჩია“, – ამბობს გოცირიძე „ახალ თაობასთან“ საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.