გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა და საპროტესტო აქციები გაგრძელდება
30-11-2019, 15:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ უცხო ქვეყნების დიპლომატების შუამავლობით გამართული დღევანდელი შეხვედრა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით ჩატარების შესაძლებლობას განიხილვადა, სრულიად უშედეგოდ დასრულდა და საპროტესტო აქციები გაგრძელდება, თუმცა იქნება თუ არა პიკეტირება, ვაშაძე ამბობს, რომ ამაზე ოპოზიცია დამატებით გაივლის კონსულტაციებს.

 


გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად დღევანდელი უშედეგო შეხვედრისა, ოპოზიცია მზად არის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის მეორე რაუნდი გამართოს.

 

 

„ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე გეტყვით: მმართველი გუნდი ამ შეხვედრაზე მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ განიცდიდა განუწყვეტლივ პრესს საქართველოს მოქალაქისგან, ოპოზიციისგან და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან, ისე, არავითარ დიალოგზე ეს მმართველი გუნდი ან ე.წ. ხელისუფლება არ წამოვიდოდა.

 


„მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი. აბსოლუტურად არაფრისთვის მზად არ იყვნენ. არავითარი წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ.

 


„მესამე, კატეგორიული უარი თქვეს განხილვაზე იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელიც მოამზადა ოპოზიციამ და რომელზეც გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი და მეოთხე, ჩვენ დავადასტურეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა დამთავრდა სრულიად უშედეგოდ, სამწუხაროდ, თუ ამას მოინდმებენ ჩვენი მედიატორები და სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი