სუს-ი: „ნიკა გვარამიას ოჯახის წევრების ვიდეომასალა არის გამოძიების ფარგლებში პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინებით მოპოვებული მტკიცებულება“
30-11-2019, 16:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიკა გვარამიას ოჯახის წევრების ვიდეომასალა არის გამოძიების ფარგლებში პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინებით მოპოვებული მტკიცებულება, – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ავრცელებს.

 

 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული პოლიტიკური ძალების აქტივისტების განცხადებებს, თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ნიკა გვარამიას ოჯახის წევრებზე უკანონო თვალთვალი ხორციელდებოდა. აღნიშნული ბრალდებები წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის მიერ უკვე გაკეთდა განმარტება და ითქვა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა არის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინებით მოპოვებული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ 76 ათას ევროდ ღირებული ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო ტელეკომპანიის ქვეკონტრაქტორის ქვეკონტრაქტორ კომპანიაზე, ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდა.

 

 

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სახელმწიფო სამსახურის მისამართით გაჟღერებული სხვადასხვა ტიპის ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა და პოლიტიკურად მოტივირებულია“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი