ოპოზიციის წარმომადგენლებთან „ქართული ოცნების“ ლიდერების 6-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ პროცესში ჩართულმა ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „გერმანული მოდელი არის ანტიკონსტიტუციური და მასზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება“, თუმცა, განმარტავს წულუკიანი, „თუ იქნება სხვა რაიმე ტიპის შემოთავაზებები, რომლის შესახებაც გარკვეული მინიშნებები გაკეთდა უცხოელი კოლეგებისგან, „ქართული ოცნება“ არ დაიზარებს და კიდევ ერთხელ განიხილავს“.
„ეს მოდელი [გერმანული] არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება. ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ სხვა შემოთავაზებები, რომელიც გაჟღერდა უცხოელი კოლეგებისგან და თუ ეს შემოთავაზებები დარჩება ძალაში, „ქართული ოცნება“ ის ძალაა, რომლისთვისაც მთავარი ქვეყანაა და რა თქმა უნდა, მზად არის დიალოგისთვის, მაგრამ ჩვენი პოზიცია ურყევია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება - საკონსტიტუციო მოდელი, რაც წერია კონსტიტუციაში, არის ძალაში და გერმანული მოდელი არის ანტიკონსტიტუციური, თუმცა თუ იქნება სხვა რაიმე ტიპის შემოთავაზებები, რომლის შესახებაც გარკვეული მინიშნებები გაკეთდა უცხოელი კოლეგებისგან და თუ ეს შემოთავაზებები ჯდება იმ კონსტიტუციაში, რომელიც დღეს არის მოქმედი და 2020 წლის არჩევნებზე იქნება მოქმედი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ დაიზარებს და კიდევ ერთხელ განიხილავს“, განაცხადა თეა წულუკიანმა მედიასთან თემის კომენტირებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.