თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ნიკოლოზ მარსაგიშვილი თავმჯდომარის პოზიციას 5 წლის ვადით დაიკავებს. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მშვენიერაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად სერგო მეთოფიშვილი, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად კი ბიძინა სტურუა დაინიშნენ. პროცესს უნდობლობას უცხადებენ საბჭოს არამოსამართლე წევრები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.