„მეგობრებო ამ 54-ით სიარული საშინელება არის. მოვითხოვოთ მისი სასწრაფოდ ჩანაცვლება. დღეს ხალხი ჩაგვწვა კინაღამ ამ დამპალმა და ვადაგასულმა ავტობუსმა.... თბილისის მერია / Tbilisi City Hall Kakha Kaladze კახა კალაძე - „აბა მოდი ერთად ვიაროთ ამ ავტობუსით ყოველ დღე ოჯახებთან ერთად“, წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი ჯალაღონია ფეისბუქ-ჯგუფში „დიდი დიღომი“ და თავის განცხადებას ფოტოსურათს ურთავს.
თეო ისაშვილი: „მერამდენედ ხდება ეს ამ ავტობუსში?! 2-ჯერ მეც ვიყავი“.
ნათია აბაიაძე: ხალხო ხმა ამოიღეთ!!! დაამატონ + ეს ძველები ამოიღონ. საღამოს, სამუშაო დღეებში, ფანტასტიკის სფეროა მაგ ავტობუსს გამოყვე“.
ლეილა ალავერდაშვილი: „54 ნომრებს სულ ასე ემართებათ. შარშან მეც მოვყევი ზუსტად ასეთ ამბავში“.
სერგი ცერცვაძე: დიღმის სახელგანთქმული ქარიც კი ვერ აგრილებს საწყალ ყვითელ ავტობუსს... რა ქნას აბა. 54 ნომერში 0.5 იანი ბაკურიანის და ბილეთის გარეშე არავინ აუშვათ“.
მარი ორდინიძე: „სადაა დეპუტატი ან კალაძე, დიდი დიღომი არსად აღმოჩნდა რუკაზე, რომ გვნახონ?“
გიორგი ჯალაღონია მარი ორდინიძეს პასუხობს: „თავის ოჯახთან ერთად კომოს ტბაზე მიირთმევენ კარბონარას და იტალიურ ღვინოს“.
თაკო დავითაშვილი: „პირვლად კი არ ხდება ეს! ზუსტად მაგ ადგილას მიგვიწია გაჩერება და ზუსტად ასე გავიბოლეთ ხალხი გაზაფხულზე. მე მოვყევი მაგ ინციდენტში. მოგვაშორონ ეს ყვითელი კუბოები“.
გიორგი ჭიაურელი: „ესენი ტექდათვალიერებას გადიან და ხალხს ნათურებზე ბრაკავენ, ფუუუუუ“.
ნინი ხიზანიშვილი: „საშინელი ავტობუსია და თბილისის მერიას მაგრად ჰკიდია ხალხის უსაფრთხოება პირველ რიგში და მერე კომფორტი... მიტოვებული ქვეყანაა. რაზე გინდა ილაპარაკო, რით ვერ ჩაანაცვლეს. აქაოდა ორი ლურჯი ავტობუსი აქვს დიღომს და მეტი აღარაა საჭირო. ესეც ეზედმეტებაც ჩვენთვის“.
ნუ კი: ასვლისთანავე რომ გთხოვენ ბილეთის ყიდვას, ჯერ მიმიყვანე და მერე გადავიხდი, ასე ორჯერ მოგვივიდა და დაგვტოვეს გზაში, ზოგი „მარშუტკით“ გავარდა სამსახურში და ზოგი ტაქსით“.
თეა ხიზანიშვილი: „ავტობუსი ისე იტენება, რომ ერთხელაც ძირი გაძვრება. ტრანსპორტს თუ ეშველება რამე არ ვიცი. შეუძლებელია უკვე მგზავრობა. დარღვეულია მგზავრის უფლებები. კომფორტულად მგზავრობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. სამაგიეროდ აბა ბილეთი ვერ აიღო თუ არ მოგაკრავენ 20 ლარიან ჯარიმას. რომ იხდი მგზავრობის საფასურს, სახელმწიფოც ვალდებულია კომფორტულად და უსაფრთხოდ გამგზავროს“.
ჯაბა თბილისელი: „ასეთი რამ დიზელზე მომუშავე ძრავებს ყოველთვის ემართებათ. ახალსაც შეიძლება მოუვიდეს, საშიში არაა, უბრალოდ ზეთი მიდის წვაში და ისეთ ბოლს უშვებს გეგონება ბარაქიანი დიმაუშკა გაუშვესო“.
გიორგი გელაძე: „ეგ არის ტექნიკური დაზიანება რომელიც ახალსაც და ძველსაც შეიძლება დაემართოს. ავტობუსი დიდად არაფერს შუაშია ასე ვფიქრობ“.
თეონა ნემსიწვერიძე: „სულ მეშინია, გაგარინის მოედნიდან, გელოვანზე ჩამოსვლისას, მუხრუჭები არ მოიშალოს და მტკვრის მიმართულებით არ „გაფრინდეს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.