სასჯელაღსრულებლის მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, გეგუთის ციხეში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებში მთავარი დამნაშავეები ამავე ციხის თანამშრომლები არიან.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, გამოძიება იმუშავებს ამ ადამიანების ქმედებაზე, რომლებიც სრულიად შეგნებულად აქეზებდნენ პატიმრებს და შეგნებულად აწყობდნენ პროვოკაციებს.
"გამოძიება იმუშავებს იმ ადამიანებზე, იმ თანამშრომლებზე, რომლებიც სრულიად შეგნებულად აწყობდნენ პროვოკაციებს და აქეზებდნენ პატიმრებს, მათ ოჯახებს, ძველი თანამშრომლების ძალიან ბევრ რაოდენობას არ აწყობს წესრიგის დამყარება ციხეებში. ისინი შეჩვეულნი იყვნენ პატიმართა წამებას, ფულის გაკეთებას, მაგრამ ეს დღეს ვერ გაგრძელდება. მინდა ვთქვა, რომ სწორედ ეს თანამშრომლები იყვნენ მთავარი დამნაშავენი მთელ ამ პროცესებში",- განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, კანონი ძალიან მკაცრი იქნება იმ ადამიანების მიმართაც, რომლებიც ციხის გარეთ კანონს არღვევდნენ, სასწრაფოებს ციხიდან დაშავებული პატიმრების გარეთ გამოყვანის საშუალებას არ აძლევდნენ და გზას კეტავდნენ.
http://kvira.ge/?p=9040
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.