მას შემდეგ, რაც „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილს 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა, ნიკა მელიას კი 25 000 ლარიანი ჯარიმა და 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა, მელიამ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა „კოლექტიური ბექა ოდიშარიას“ მეშვეობით მისი „პარლამენტიდან გამოგდებაა“.
„რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც კვლავ გადის კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე აღსასრულებლად, არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი აშაყირებს საკუთარი გუნდის წევრებს თუ კიდევ ერთხელ აბუჩად იგდებს, კვლავ ჩაუგდო კენჭი „ქართულ ოცნებაში“ შემორჩენილ დეპუტატებს და ახლა მათ უნდა იმსჯელონ სხდომათა დარბაზში ნიკა მელია მათი კოლეგა იქნება თუ არ იქნება ამ მე-9 მოწვევის პარლამენტის ვადის ამოწურვამდე, ანუ ბექა ოდიშარიამ უნდა მიაჭიროს ხელი ისევ და ბუნებრივია ახლა, თუ მიაჭერს, მიაჭიროს.
„რეალურად ახლა მათი ამოცანა რჩება ის, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, ანუ შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე და ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება „ქართული ოცნების“ დეპუტატების გარეშე. ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ ამოცანა, რომელიც ვერ შეასრულა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ანუ მე შემოვრჩი დეპუტატად მას პარლამენტში და შესაბამისად ახლა, სამაჯური კი მიკეთია ხელთ, კი ოდნავ გამანეიტრალა პოლიტიკური პროცესებიდან, ამომაგდო პოლიტიკური პროცესებიდან, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც მას სურდა. ეს პროცესები ბუნებრივია, ვერ შეჩერდება, ვერ შენელდება, პირიქით, მიიღებს ახალ ენერგიას და მეტი ჟინი და მეტი ენთუზიაზმი ექნება ათიათასობით ადამიანს და არ შეჩერდება, სანამ ივანიშვილი არ დააბრუნებს იმ მიტაცებულ პირობას“, განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.