ზვიად შალამბერიძემ და ბონდო სოფრომაძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს
02-12-2019, 11:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან ბონდო სოფრომაძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

 


დასრულების ეტაპზეა თერჯოლის ცენტრში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ოფისის მშენებლობა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელზეც 233 000 ლარი დაიხარჯება, მოქალაქეთა მომსახურეობის ხარისხს საგრძნობლად გააუმჯობესებს.

 


მუნიციპალიტეტში, ასევე, ფინალურ ფაზაშია სოფელ ძევრის კეთილმოწყობა. ამჟამად მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები, მათ შორის, ფასადებისა და სახურავების შეკეთება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა შადრევანი და სკვერი, დაიგო ასფალტის გზა, მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები, შეიცვალა ტროტუარი და წყლის მილები. საერთო ჯამში პროექტის განსახორციელებლად 658 000 ლარი დაიხარჯა.

 


მიმდინარე წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში 170 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალმთიან სოფელში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდა 15 საჯარო სკოლა. ასევე, კეთილმოეწყო 5 ამბულატორია.

 


სულ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 6 მლნ 300 ათასი ლარი დაიხარჯა.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი