საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მოინახულა ლევილის ქართველთა სასაფლაო და ლევილის ქართველთა მამული.
მინისტრმა პატივი მიაგო ემიგრაციაში წასული პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების ხსოვნას და გვირგვინით შეამკო პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტის ნოე ჟორდანიას და საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჩკორის საფლავები.
დავით ზალკალიანმა ასევე მოინახულა ლევილის ქართველთა მამული, სადაც შეხვედრა გამართა საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელთან, პირველი პრეზიდენტის ნოე ჟორდანიას შვილიშვილთან ირენ ციციშვილთან.
მინისტრის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ საფრანგეთში ვიზიტი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობაში მნიშვნელოვან საკითხს - სტრატეგიული დიალოგის ფორმატის დაფუძნებას ეხება, სწორედ ლევილის მამულის მონაწილეობით იწყება, რადგან სწორედ ლევილის მამული არის გამოხატულება ქართულ-ფრანგული ისტორიულად გამორჩეული ურთიერთობის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.