საქართველოს ელჩმა აშშ-ში არჩილ გეგეშიძემ ამბასადორიალზე ყოფნისას ჟურნალისტებთან საუბარში საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა. გეგეშიძე დარწმუნებულია, კვირიკაშვილიც იმ პრიორიტეტების რეალიზებას გააგრძელებს, რომელიც დიდი ხანია უკვე დასახულია.
“დარწმუნებული ვარ, ახალი მინისტრიც გააგრძელებს ამ პრიორიტეტების რეალიზებას, იმ მიზნების მიღწევას, რაც დიდი ხანია უკვე დასახულია ჩვენს მიერ. მე ველოდები მასთან მჭიდრო თანამშრომლობას, საქმე ძალიან ბევრია, საპასუხისმგებლო, საპატიო. დარწმუნებული ვარ, ბატონი გიორგი სიახლეს და ახალ ენერგიას შემოიტანს ამ საქმეში და მე და ჩემი კოლეგები ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მასთან ერთად საქართველოს საგარეო პრიორიტეტები იქნას რეალიზებული”, – განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.