საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ 20-21 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენები "კავკასიური ცარცის წრეს" შეადარა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" ბავშვის ნამდვილი დედის როლში მოევლინა ქვეყანას, ოპოზიცია კი თვითმარქვია დედის.
"თქვენ იცით კავკასიური ცარცის წრე, ეს ბიბლიური, ესე ვთქვათ, ეს სცენა, როდესაც ბავშვს იყოფენ ერთმანეთში დედა და თვითმარქვია დედა. ამ შემთხვევაში ქართული ოცნება დადგა დედის როლში, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ბავშვს, ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას მინიმალურადაც არ ტკენოდა. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რატომაც გამოვიდა ჩვენი პარტიის თავმჯდომარე პროპორციული საარჩევნო სისტემის შეთავაზებით. ამაზე პასუხი იყო, რომ სამი თვე დარჩნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ქუჩაში, სამი თვე ტკენდნენ, ხელს ტკენდნენ ბავშვს. ეს არის მათი სახე, მათ არ უყვართ ქვეყანა. ამით გამოჩნდა მათი სახე, რაც ჩვენგან რადიკალურად განსხვავდება", — განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.