საქართველო ევროპის საბჭოს ტრადიციულ საშობაო ბაზრობაში მონაწილეობს
02-12-2019, 19:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპის საბჭოში საზეიმოდ გაიხსნა ტრადიციული საშობაო ბაზრობა, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. საშობაო ბაზრობის გახსნის ღონისძიებაზე სტრასბურგის ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა - სოფო ირმაშვილმა და მარიამ შუბითიძემ ქართული ნაციონალური ცეკვები შეასრულეს, რამაც შეკრებილი სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

 


ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისათვის დათმობილ სტენდზე წარმოდგენილია საქართველოს საიმიჯო და საპრომოციო მრავალფეროვანი მასალა, მათ შორის, ბროშურები და ბუკლეტები ქვეყნის უნიკალური ტურისტული პოტენციალის, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ღვინის უძველესი კულტურისა და ქართული ენის შესახებ.



აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს საშობაო ბაზრობა მიმდინარე წელს 2 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, ევროპის საბჭოს ორივე შენობაში იმართება - პირველ კვირაში ბაზრობას "ევროპის სასახლე", ხოლო მეორე კვირაში - "აგორა" მასპინძლობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი