სამწუხაროა, რომ უმრავლესობამ კიდევ ერთი დეპუტატი დატოვა, კიდევ ერთი პროფესიონალი, რომელმაც თავისი საქმე კარგად იცის. მეგონა, რომ უმრავლესობიდან გასვლები დასრულდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი აკაკი ზოიძის მიერ პარლამენტის დატოვებას.
ჩუგოშვილის თქმით, ეს იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას უკავშირდება. მანვე აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან აქტიური პროფესიონალები გავიდნენ.
„ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნას უკავშირდება და ვხედავთ, რომ სიტუაცია არ წყნარდება. გრძელდება რყევები საპარლამენტო უმრავლესობაში. ძალიან სამწუხაროა ის არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც უმრავლესობამ მიიღო, ძვირი უჯდება უმრავლესობასაც და ქვეყანასაც, რაც უფრო მაწუხებს რომ არ მოგატყუოთ, ვიდრე ერთი პარტიის ბედი. ეს ძალიან აზიანებს ქვეყნის განვითარების პერსპექტივას, ეკონომიკას“, - განაცხადა ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.