ძალზე სერიოზული შეტევა მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის სახელზე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.
“განსაკუთრებული, სერიოზული შეტევა მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის სახელზე, მისი გამოცხადება ქვეყნის და ადამიანების მოწინააღმდეგედ, – ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რაც პოლიტიკური სტრატეგიის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს, თითქოს რეფორმათა უმრავლესობა მისი დახმარებით არ იყოს გაკეთებული საქართველოს მასშტაბით, თითქოს მას სჭირდებოდეს ადამიანთა გაღარიბება იმისათვის, რათა “ნაციონალურ მოძრაობას“ შემდეგ მიეცეს საშუალება, რომ მაღალი ტრიბუნიდან გააკეთოს ესოდენ მართლაც უტიფარი განცხადებები“, -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.