კარლ ჰარცელი: „ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გაიმართოს“
03-12-2019, 12:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიალოგი აბსოლუტურად საჭიროა, რომ თავიდან იქნას აცილებული დაძაბულობის ზრდა, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მთავრობასა და ოპოზიციას შორის არსებულ მოლაპარაკებებზე საუბრისას.

 

 

კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირი ამჟამად დიალოგის რეჟიმში იმყოფება სხვადასხვა მონაწილესთან, რომ დადგინდეს, თუ რა დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი შეხვედრის შემდეგ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ. მისივე თქმით, ძალადობის შემთხვევები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.

 

 

„ევროკავშირმა სხვებთან ერთად ბევრი გააკეთა დიალოგის ხელშეწყობისთვის. მოსაზრებების გაცვლის და საუბრის დასრულების შემდეგ, მე ენთუზიაზმით ვიყავი განწყობილი. ჩვენ ახლა სხვადასხვა მონაწილეებთან ერთად დიალოგის რეჟიმში ვიმყოფებით, რომ დავინახოთ, თუ რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია ერთად ამის შედეგად და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ. დიალოგი აბსოლუტურად საჭიროა, რომ თავიდან იქნას აცილებული დაძაბულობის ზრდა. ჩვენ უნდა ვცადოთ დაძაბულობის შემცირება. როდესაც ხდება ძალადობა, ეს ყოველთვის ცუდი ნიშანია და სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. მომდევნო დღეებში განვსაზღვრავთ, რაზე გვექნება დისკუსია. შემდეგი შეხვედრა ჯერ დაგეგმილი არ არის. ჩემთვის ნათელია, რომ შემდეგი რაუნდი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა ჩატარდეს. უნდა განვსაზღვროთ რა არის შესაძლებელი დღის წესრიგზე დაყრდნობით რომ დარწმუნებული ვიყოთ შემდეგი რაუნდის სარგებლიანობაში. დიალოგის დროს აქტიურად განიხილებოდა ე.წ. გერმანული მოდელი და ძალიან სასარგებლო იყო, რომ ორივე მხარემ მოუსმინა ერთმანეთს. დიალოგის ყველა მონაწილემ უნდა გამოიტანოს დასკვნა,  რას ნიშნავს აზრების გაცვლა და რას ნიშნავს ეს ჩვენ დიალოგისთვის“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი