დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 54 ავტობუსი შეემატა
03-12-2019, 12:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას დამატებით 38 ერთეული ISUZU-ს მარკის  8-მეტრიანი და 16 ერთეული MAN-ის მარკის 10-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსი წარუდგინა.

 

 

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მუნიციპალიტეტის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული იყო. 

 

 

„დღეს, ჩვენ - მოქალაქეები და ქალაქი, ერთდროულად გავდივართ ურბანულ ევოლუციას. ახლა სხვა მოთხოვნები და საჭიროებებია. რა თქმა უნდა, დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყოს. ჩვენი გუნდისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამას წინასაარჩევნო პერიოდშიც დავპირდი მოსახლეობას. დღეს გვაქვს ავტოპარკი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, კრიტიკას ვერ უძლებს და მუშაობის ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ყვითელი ავტობუსების პარკის ახალი, ევროპული ტიპის თანამედროვე ავტობუსებით ჩანაცვლება. დღეიდან თბილისელებს მოემსახურება  კიდევ 38 ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი და 16 ერთეული MAN-ის 10-მეტრიანი ავტობუსი. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვაახლოთ, იყოს ყველაზე მოწესრიგებული, გამართული, ყველაზე ეფექტური და სწრაფი. ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს მას და ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ მოთხოვნა ავტობუსებზე და მეტროზე. გუშინ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ, 512 000 მგზავრი გადაიყვანა მეტრომ. ეს არის საოცარი მაჩვენებელი და თუ შევადარებთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 100 000 მგზავრით მეტი ჰყავს გადაყვანილი. მეტროში მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ამიტომ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია და ახალი ვაგონების შესყიდვა, ასევე, ვაგონების მოდერნიზება გვაქვს დაწყებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მომავალშიც გეგმავს ახალი ავტობუსების შემოყვანას და ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლებასთან ერთად, ახალი მარშრუტების დამატებას ისეთ უბნებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის. 

 

„ჩვენ არა მარტო ჩავანაცვლებთ არსებული ყვითელი ავტობუსების პარკს, არამედ დამატებით შემოვიყვანთ ავტობუსებს, რომ იმ უბნებში, რაიონებში, სადაც დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობას, ეს საკითხი მოგვარდეს. არის ქუჩები, სადაც ადამიანებს დიდხნიანი ლოდინი უწევს - 30-40 წუთი, სანამ ავტობუსი გამოივლის. გპირდებით, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე გამართული და სწრაფი. ყველა პროექტში, რომელსაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით ვახორციელებთ, გათვალისწინებული გვაქვს შესაბამისი ავტობუსის ზოლები. 

 

 

ასევე, დღეს არის შშმ პირთა საერთაშორისო დღე, რომელიც გაეროს მიერ არის აღიარებული. მინდა ყველას მივულოცო ეს დღე და გითხრათ, რომ  ყველა ჩვენი ავტობუსი არის ადაპტირებული და ყველა პროექტის განხორციელების დროს, ამას ვითვალისწინებთ, რომ ყველაფერი ადაპტირებული იყოს“, - აღნიშნა  თბილისის მერმა. 

 

 

ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულია მუნიციპალიტეტის საქმიანობაში და სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში.

 

 

ავტობუსები მუნიციპალური  ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში იქნა შესყიდული. 220 ერთეული ISUZU-ს მარკის  8-მეტრიანი  ავტობუსები, ისევე როგორც MAN-ის მარკის ავტობუსები მუშაობს euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე.  8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილით, ხოლო  MAN-ის მარკის ავტობუსები კი სულ 82 მგზავრზე და აქედან 27 დასაჯდომი ადგილია. ორივე მარკის ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია  სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც  wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირების და ვენტილაციის სისტემები. ავტობუსს გააჩნია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები  და   usb-დამტენები.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი