ახალი ავტობუსები ერთი კვირის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება
03-12-2019, 12:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი და MAN-ის მარკის 10-მეტრიანი დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები ეტაპობრივად, ერთი კვირის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება.

 

 

დედაქალაქმა დამატებით, ISUZU-ს მარკის 38 ერთეული 8-მეტრიანი და MAN-ის მარკის 16 ერთეული 10-მეტრიანი ავტობუსი მიიღო, რომელიც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად წარუდგინა. 

 

 

N7 ავტობუსი - სოფელი დიღომიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ იმოძრავებს; N12 - დიდი ლილო - მეტროსადგური „ისანი“; N13 - მეტროსადგური „დელისი“ - უნივერსიტეტის ქუჩა; N19 - ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონი - ზემო ფონიჭალა; N36 - ლოტკინის დასახლება - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი; N48 - ჟღენტის ქუჩა - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი; N54 - დიდი დიღომი, მე-4 მიკრორაიონი -უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი; N57 - სამგორის ქუჩა - კრწანისის ქუჩა; N65 - დოლიძის ქუჩა - რკინიგზის სადგური; N68 – ცხრა ძმის ქუჩა - სადგურის მოედანი; N75 - ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონი - მეტროსადგური „სარაჯიშვილი“.

 

 

რაც შეეხება N77 ავტობუსს, მისი მოძრაობის მარშრუტი ტუბდისპანსერიდან რკინიგზის სადგურამდე იქნება, N80 - ორთაჭალის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე იმოძრავებს, N110 - მახათას მთიდან რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე, ხოლო N122 - მოძრაობას მუჯირიშვილის ქუჩიდან დაიწყებს და სადგურის მოედანზე დაასრულებს. 

 

 

6 დეკემბერს, N37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი - სადგურის მოედანი) MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები გავა. N37-ზე აქამდე მოძრავი MAN-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები დიდი მოცულობის „ბოგდანის“ მარკის ძველ ავტობუსებს N15 მარშრუტზე ჩაანაცვლებს, რომელიც დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან სადგურის მოედნამდე მოძრაობს. 

 

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს MAN-ის 90 ერთეული 10-მეტრიანი და ISUZU-ს მარკის 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი შეიძინა. ოქტომბრის დასაწყისიდან დღემდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი ISUZU-ს მარკის 83 ერთეული ავტობუსით შეივსო, რომლებიც უკვე 16 მარშრუტზე: N4, N5, N10, N28, N31, N34, N42, N56, N66, N78, N90, N103, N106, N108, N112 და N124-ზე მოძრაობს, ხოლო MAN-ის მარკის 58 ერთეული ავტობუსი N1, N50, N55 და N71 მარშრუტებს ემსახურება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი