„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტი ბრიტანული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში. დღევანდელი ფორუმი არის კიდევ ერთი გზა იმისკენ, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, რა მიღწევები გვაქვს ეკონომიკაში, რამდენად მიმზიდველია ჩვენი საერთაშორისო რეიტინგები და ჩვენი ბიზნესგარემო იმისთვის, რათა ინვესტორებმა გააფართოვონ ბიზნესი საქართველოში ან ახალი ბიზნესები წამოიწყონ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო - გაერთიანებული სამეფოს ბიზნესფორუმის კომენტირებისას.
აღნიშნული ფორუმი დღეს თბილისის სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა და მან რამდენიმე ათეულ მოქმედ და პოტენციურ ბრიტანელ ინვესტორს მოუყარა თავი.
მინისტრის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ბაზარია. მისი თქმით, ორი თვის წინ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის გაფორმდა ახალი შეთანხმება თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები საკმაოდ მყარია და არა მხოლოდ ეკონომიკის დონეზე. ნათია თურნავას თქმით, ურთიერთობები ვითარდება ადამიანურ დონეზეც, რაც ასევე დადებითად აისახა დიდი ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკაზე.
„ჩვენი სამინისტრო გახსნილია ინვესტორებისთვის, მათ შორის, ბრიტანეთიდანაც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.