პარტია „კანონი და სამართალი“ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შექმნილ ფორმატს ტოვებს. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პარტიის ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა Facebook-ზე დაწერა.
მისი თქმით, პარტიის გადაწყვეტილების მიზეზი ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრება გახდა.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია, რომელთან ერთადაც ერთი მაგიდის ირგვლივ ვისხედით „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, დღეს გაემგზავრა ოკუპანტ ქვეყანაში – რუსეთში. მართალია ვერც ერთ პარტიას ვერ ვუკარნახებთ პოლიტიკური დღის წესრიგს, თუმცა აქამდეც გვიძნელდებოდა პარტნიორობა საგარეო კუთხით განსხვავებული კურსის მქონე პოლიტიკურ სუბიექტთან და მივიღეთ ურყევი გადაწყვეტილება, რომ უარი ვთქვათ ამ ფორმატში მონაწილეობაზე და დავტოვოთ იგი.
„კანონი და სამართალი“ რჩება აქამდე გაცხადებული პრინციპების ერთგული, ვრჩებით გაერთიანებაში (ძალა ერთობაშია) და ხალხთან და დასავლური ტიპის პარტიებთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. რუსეთი, ეს არის წითელი ხაზი, სწორედ რუსეთზე ქვეყნის გადაბარების წინააღმდეგ ვდგავართ გაერთიანებული და არა პარლამენტის სკამებისთვის“, – წერს ჩარკვიანი.
ნინო ბურჯანაძე შვილთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად მოსკოვში დღეს გაემგზავრა. ის პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.