ტელეკომპანია GDS-ის პროდიუსერის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ახლო მომავალში არხზე პოლიტიკური თოქ-შოუსა და სხვა ახალი პროექტების დაწყებაც იგეგმება.
ამის შესახებ მაღლაფერიძემ გაზეთ „რეზონანსს“ განუცხადა და არ დაუკონკრეტებია თუ ვინ იქნებიან ახალი გადაცემების წამყვანები.
„პოლიტიკური თოქ-შოუც გვექნება მალე, მაგრამ წინასწარ არ მინდა ამაზე საუბარი, ყველაფერი გამოჩნდება, რაც იქნება. გაზეთებით და სოციალური ქსელებით ამ საკითხებზე არ საუბრობენ. თავის დადგენილ ვადაში ყველაფერი გავა. ცხადია, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც საჭიროა. ახალ სეზონზე რამდენიმე ახალი გადაცემა გვექნება, ამასთან დაკავშირებით ინტენსიური სამუშაო მიდის. ზოგი სექტემბრიდან, ზოგი კი ოქტომბრის დასაწყისიდან გავა. ეს არის რეორგანიზაციის შედეგი", - აცხადებს მაღლაფერიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.