გიორგი გახარია: „ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ მათ უნდა ააშენონ ეს ქვეყანა და ვინც გაბედავს, გააღვივოს მათ შორის დაპირისპირება, კანონთან ერთად მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება“
03-12-2019, 19:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ მათ უნდა ააშენონ ეს ქვეყანა და ვინც გაბედავს, გააღვივოს მათ შორის დაპირისპირება, კანონთან ერთად მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

გიორგი გახარიას განცხადებით, ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი განურჩევლად რომელ მხარეს იყო - უნდა იყოს დასჯილი. პრემიერის თქმით,  ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს.

 

 

„პირველი - რა თქმა უნდა, არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. მეორე - ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი განურჩევლად, რომელ მხარეს იყო, უნდა იყოს დასჯილი, ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება. მესამე - კონტრაქცია, აქცია, ეს უკვე პოლიტიკური შეფასებებია, და ყველა მხარე აძლევს თავისთვის საინტერესო და მომგებიან შეფასებას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეს არის უაღრესად ემოციური ფონი. ემოციური ფონის გამომწვევი მიზეზი არის ბევრი რამ, პირველ რიგში - ის, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტის ნაცვლად მიმდინარეობს ქუჩაში. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანები ცდილობენ ამ პოლიტიკურ პროცესში, ქუჩაში ემოციურად დაძაბულ პროცესში ჩაითრიონ ახალგაზრდები და არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ ამ ხალხმა უნდა ააშენოს ეს ქვეყანა და ყველა, ვინც გაბედავს ან მოუწოდებს, ან გააღვივებს ამ დაპირისპირებას, კანონის გარდა მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი