აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 3 დეკემბერს გაიმართა მოსმენა "რუსეთისადმი აშშ-ის პოლიტიკის მომავალი", რომელზეც სენატორების წინაშე პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, დევიდ ჰეილი და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კრისტოფერ ფორდი წარდგნენ.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მოსმენისას შესავალ სიტყვაში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯეიმს რიშმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დაგმო.
საქართველოსადმი მხარდამჭერი სიტყვით წარდგა ასევე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე, სენატორი ბობ მენენდესი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.