2020 წლიდან, მთაწმინდაზე, ლადო ასათიანის ქუჩის N50-ში სპორტული ცენტრის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება, რომლის შემდეგაც მულტიფუნქციური დარბაზი მოეწყობა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე.
კახა კალაძემ სხდომაზე სპორტული დარბაზის მაკეტი წარმოადგინა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება. გვინდა, რომ ყველა რაიონში იყოს მულტიფუნქციური ცენტრები. პარალელურად, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დავიწყეთ სპორტული ცენტრების მშენებლობა. რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში ვიყავით, სადაც ასეთივე ძალიან კარგი ცენტრი გაიხსნა, ორი საფეხბურთო მოედნითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. გვსურს, ყველა რაიონთან დაკავშირებით ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს, რათა ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს მიეცეთ საშუალება, ნორმალურ პირობებში ივარჯიშონ და გამოავლინონ საკუთარი ნიჭი. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა გვეყოლება, რომლებიც თავიანთი სპორტული ნიჭით საკუთარ ოჯახებსა და ქვეყანას ასახელებენ. მიხარია, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება და მათი მხარდაჭერა და თანადგომა ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მულტიფუნქციური სპორტული დარბაზის მოსაწყობად უკვე შესყიდულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება, რომელზეც 81 420 ლარი დაიხარჯება, ხოლო პროექტის განხორციელების სავარაუდო ღირებულებაა 1 712 942 ლარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.