კახეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება და სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება
04-12-2019, 12:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები 6 დეკემბერს დასრულდება და სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ქალაქში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.  

 

 

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვეშ განთავსება და ახალი სანათების დამონტაჟება მოხდება, რომელიც სატრანსპორტო მოძრაობას ხელს არ შეუშლის. 

 

 

„კახეთის გზატკეცილზე ასევე, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები, ბოლოს კი  საგზაო მონიშვნები დაიხაზება. ძალიან კარგი პროექტი გამოდის. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ტერიტორია მთლიანად სახეშეცვლილი იქნება თავისი საგზაო ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობის სამუშაოებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

 

 

რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირს, თბილისის მერის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოების ნაწილი 8 დეკემბრისთვის დასრულდება და სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება. 

 

 

„ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, რომელიც 7 დეკემბრისთვის დასრულდება. 8 დეკემბრიდან უკვე კავსაძის ქუჩის მონაკვეთამდე, სადაც გადაადგილება შეზღუდულია, ტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნება. ჩვენ აქ დროებით ვაჩერებთ სამუშაოებს, რადგან ახალი წელი მოდის, ქალაქი საკმაოდ დატვირთული იქნება და არ გვინდა, ჩვენი მუშაობით დედაქალაქი შევზღუდოთ. სამუშაოების წარმოება 8 იანვრამდე შეჩერდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მისივე განმარტებით, ჭავჭავაძის გამზირზე დროებითი შუქნიშნები განთავსდება, ასევე, მოეწყობა ზებრა გადასასვლელები. 

 

 

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ საგზაო სამუშაოები დასრულებულია. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 8 იანვარს გავაგრძელებთ იმ დარჩენილ მონაკვეთზე, რომელიც ვაკის პარკამდე გრძელდება. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და თავისი კეთილმოწყობის სამუშაოებით, გამწვანებით, ახალი ელექტროგადამცემი ბოძებით, ავტობუსების ზოლების მოწყობით ძალიან ეფექტური პროექტი გამოვა. ასევე, ვახორციელებთ საპილოტე პროექტს, რომლის ფარგლებშიც, ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების მიწის ქვეშ განთავსება მოხდება. ჩვენ ეს მიდგომა და დამოკიდებულება გვინდა, სხვა რაიონებსა და ქუჩებშიც გადავიტანოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

 

 

გლდანის რაიონში მიმდინარე სამუშაოებზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ქვედა ფენებში დაახლოებით, 15-20 დეკემბრისთვის დასრულდება. 

 

 

„ავტომობილებს ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ექნებათ გადაადგილების შესაძლებლობა. აღნიშნულ ქუჩებზეც პარალელურად გაგრძელდება სამუშაოები. ეს არის განათების ბოძების დამონტაჟება, ველობილიკების, ტროტუარისა და ავტობუსის მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლების მოწყობა. აღნიშნული სამუშაოები სრულად მომავალი წლისთვის დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი