დიქტატორად გადაქცეული ოლიგარქი ამზადებს ომს საკუთარ ხალხთან, - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივი თვითმართველობა და კრიმინალიტეტი მშვიდობიან მომიტინგეებზე ზეწოლის ფორმირებად და იარაღად გადააქცია.
"ამ მიზნით სახელმწიფო სტრუქტურები, პოლიცია, სასამართლო, სპეც.სამსახურები, ადგილობრივი თვითმართველობა და კრიმინალიტეტი გადააქცია მშვიდობიან მომიტინგეებზე ზეწოლის ფორმირებად და იარაღად. სანამ მოვლენები ვენესუელას და სირიას ვარიანტში არ გადაზრდილა, დაბეჯითებით მივმართავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ევროპის კავშირს, გაყინონ ბიძინა ივანიშვილის ნაყაჩაღარი მილიარდები, რაც მოგცემს საშუალებას, მოვლენები განვითარდეს მშვიდობიანად და აიძულებს ოლიგარქ დიქტატორს დათმოს ძალაუფლება მშვიდობიანი საარჩევნო მეთოდებით" , - განაცხადა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.