ანრი ოხანაშვილი: „დამხობაზე გვარამიას განცხადებაში შესაძლოა დანაშაულის ნიშნები არსებობდეს“
04-12-2019, 16:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ნიკა გვარამიას მიზანია ხელისუფლების დამხობა, რევოლუციური სცენარი, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 


მისი თქმით, ეს არის მათი ერთადერთი რეალური მიზანი.

 

 

„გავრილოვის შემთხვევა იქნება თუ საარჩევნო სისტემა, მათთვის საბაბია, რომ პროტესტის იმიტაცია მოახდინონ. ნათლად გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი ხელისუფლების დამხობაშია. ეს ხალხი ებრძვის ქართულ ეკლესიას, ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს, რომელსაც სრული ლეგიტიმაცია და ქართველი ხალხის ნდობა აქვს. იმედი მაქვს, გონს მოეგებიან, თავის განცხადებებში ფრთხილნი იქნებიან და სამართლებრივ ჩარჩოში დარჩებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი განცხადებები შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულებრივ ნიშნებს, რაზეც შესაძლებელია, სამართლებრივი რეაგირება განხორციელდეს. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მსგავსი განცხადებების შემთხვევაში, მას დეტალურად შეისწავლიან. არა ემოციურად, არამედ ემოციების მიღმა გაანალიზდება და შეფასდება. იმედი მაქვს, ამ განცხადებებს საერთაშორისო პარტნიორები შეაფასებენ, რადგან ქართველ ხალხს სურს სტაბილური და დემოკრატიული განვითარება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი