30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სისტემის კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, კანონპროექტი ე.წ. გერმანულ მოდელს გულისხმობს.
როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, კანონპროექტი გულისხმობს ხმების პროპორციულ განაწილებასაც და მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებსაც.
კანონპროექტი განსახილველად ჯერ იურიდიულ კომიტეტს გადაეგზავნება, რომელიც დოკუმენტური შესწავლის შემდეგ მას ბიუროზე შეიტანს. ბიუროზე რეგისტრირების შემდეგ კი სახალხო დამცველს ექნება უფლება, რომ კანონპროექტი განსახილველად ეუთო/ოდირს გაუგზავნოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.