ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, 2019 წლის 3 დეკემბერს, სტრასბურგის მთავარ საკონცერტო დარბაზში „Palais de la musique et des congrès” ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიებით ანსამბლმა ქ. სტრასბურგს შობა და ახალი წელი მიულოცა.
მაყურებლის წინაშე ანსამბლი განახლებული პროგრამით წარსდგა. ტრადიციულ პროგრამასთან ერთად, შესრულდა ახალი, თანამედროვე ელემენტებით გამდიდრებული ცეკვები.
კონცერტი ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა და ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები სრულიად უსასყიდლოდ გადაეცათ ევროპის საბჭოს, ევროპის საბჭოსთან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, ქართული დიასპორისა და ქ. სტრასბურგის მერიის წარმომადგენლებს, ასევე ქ. სტრასბურგის მაცხოვრებლებს.
აღსანიშნავია, რომ საკონცერტო დარბაზი 1800 მაყურებელს იტევს და ქართული ნაციონალური ბალეტის კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.