საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ ვიდეო მიმართვას ავრცელებს და საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს და სპეცრაზმის წევრებს მოუწოდებს ემსახურონ ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს.
უკრაინაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ Edison Research-ის კვლევის თანახმად, „საქართველოს მოსახლეობის 60% ამბობს, რომ მას უნდა სააკაშვილი დაბრუნდეს უკან, საქართველოში“.
„მინდა მივმართო უკანონო ბრძანების შემსრულებელს, ე.წ. საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, სპეცრაზმის წევრებს - იმ ხალხს, ვისაც საქართველოს მოქალაქეები უხდიან თავისი გადასახადებიდან ხელფასს. ივანიშვილი კი არ გიხდით ხელფასს, ისინი გიხდიან ხელფასს და თქვენ უნდა ემსახუროთ ქართველს ხალხს. იყო ასეთი, ასლან აბაშიძე, რომელიც გაიქცა ივანოვის თვითმფრინავით რუსეთში, დღესაც იქ არის და თან წაიყვანა სულ ოთხი თუ ხუთი ადამიანი, ციხეში ჩატოვა მაგალითად, გენერალი დუმბაძე, რომელიც კბილებით იცავდა მას და ასრულებდა მის ყველა უკანონო ბრძანებას და სამაგიეროდ მერე გამოაგზავნა სპეციალურად თვითმფრინავი და წაიყვანა თავისი ძაღლი „ბასმაჩი“, ასეთი ძაღლი ჰყავდა საყვარელი.
„მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილს რა თქმა უნდა, თავის ზებრა და სხვა ცხოველები უფრო მეტად უყვარს და პინგვინები, ვიდრე თითოეული თქვენგანი და ეჭვი მაქვს, რომ ხალხს საერთოდ არ წაიყვანს, გარდა თავისი ოჯახის წევრებისა და აუცილებლად წაიყვანს რომელიმე საყვარელ ცხოველს და არც ერთი თქვენგანი არ გაახსენდებით და შემდეგ უკვე საქმის დაჭერა მოგიწევთ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან იმიტომ, რომ რასაც თქვენ აკეთებთ, ამას სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა ჰქვია ყველა ქვეყანაში. ასე რომ, მე ნამდვილად არ მემეტებით ციხისთვის, მაგრამ იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ სადმე გადმოხტებით იმიტომ, რომ მე მგონი ყველამ ჭკუა ისწავლა და ყველა შემდგომი მთავრობა იქნება ბევრად უფრო ბრძენი და მოზომილი ასეთი ხალხის უკან მიღებაში. ამიტომ გთხოვთ დაფიქრდით, ძალიან ცოტა დრო გრჩებათ. ივანიშვილი პრაქტიკულად ჩამოშლილია.
მე მინდა ვუთხრა იმათაც, ვინც ერთ სიბრტყეზე აყენებს ივანიშვილს და მე. ბოლო გამოკითხვაში, რომელიც ჩაატარა Edison Research-მა საქართველოს მოსახლეობის 60% მიუხედავად წარმოუდგენელი ზეწოლისა, მე ეჭვი მაქვს, რომ არის ბევრად მეტი, ამბობს, რომ მას უნდა სააკაშვილი დაბრუნდეს უკან, საქართველოში. მე ამას უბრალოდ ვიღებ ძალიან დიდი სიხარულით, რომ ასეთი დამოკიდებულებაა ხალხის, მაგრამ ეს, ასევე აჩვენებს დამოკიდებულებას ივანიშვილის მიმართ. ეს არის ციფრები, ეს არის ფაქტები და ეს ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის და ამიტომ არის ასეთ პანიკაში. მას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს ცალკეული ოპოზიციონერების მიმართ, მაგრამ ვერაფერ ვერ უხერხებს ქართველ ახალგაზრდობას, თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს და აქ სააკაშვილი მართლა მეათეხარისხოვანია უკვე. მე არაფერ შუაში არა ვარ, ეს უბრალოდ ფაქტად მოვიყვანე. რეალურად მას პრობლემა აქვს უკვე არა სააკაშვილთან, როგორც მას უნდა რომ დახატოს, არამედ მთლიანად ქართულ საზოგადოებასთან, რომლის ქვეყნიდან გაძევება მან დაანონსა, უქართველობა დაანონსა საქართველოში. ვერ ეღირსებით!“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.