რუსეთს უკვე 10 წელზე მეტია, არალეგალურად აქვს ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ეს არის საქართველოს ორი რეგიონი და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს წარმოადგენს, – განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა კრისტოფერ სმითმა კონგრესში, სადაც რუსეთის „დიდი შვიდიანის“ სამიტზე მიპატიჟების საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღეს.
„მე თბილისში ვიზიტით ვიმყოფებოდი პუტინის სამხრეთ ოსეთში შეჭრიდან ერთი კვირის შემდეგ, როდესაც ის თბილისშიც აპირებდა შეჭრას. ჩემი თვალით ვიხილე იძულებით გადაადგილებული პირები, ვიხილე დაღუპული და დაჭრილი ადამიანები და მინდა ვთქვა, რომ პუტინმა საბჭოთა კავშირის წარსული გააცოცხლა. პუტინმა დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპები და ის დაუსჯელია. ის უარს ამბობს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე. რუსეთის შეჭრისა და ოკუპაციის გამო საქართველოსა და უკრაინაში ათასობით ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად. ეს ორივე ამ ქვეყნის მოსახლეობის უფლებების დარღვევის მიზეზი გახდა“,- განაცხადა სმითმა.
აშშ-ის კონგრესში მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც კანონმდებლები რუსეთის „დიდი შვიდიანის“ სამიტზე მიპატიჟების წინააღმდეგ გამოდიან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთს მხოლოდ მას შემდეგ მიიწვევენ, რაც ეს ქვეყანა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ პატივისცემით მოეკიდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.