ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რა შედეგიც "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს უნდა მოჰყვეს, - აღნიშნული განცხადება პლენარულ სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ გააკეთა, რომელიც დარწმუნებულია, რომ პარლამენტი პრეზიდენტის მის გამოყენებულ ვეტოს დაძლევს.
"შედეგი იქნება ის, რომ საფინანსო სექტორის საზედამხედველო მუშაობა უფრო სანდო იქნება. დღეს ის სანდო არ არის. არ ვიცი, ობიექტურად თუ არაობიექტურად, სამართლიანად თუ არა, მაგრამ ამდენმა აჟიოტაჟმა ეროვნული ბანკის მიმართ უნდობლობა დაამკვიდრა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახური უფრო გამჭირვალე იქნება და უფრო მეტ ნდობას დაიმსახურებს. კანონი მივიღეთ სისტემის სრულყოფისთვის და სისტემისადმი ნდობის მოსაპოვებლად", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
პარლამენტი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოსა და მის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ ალტერნატიულ პროექტზე მსჯელობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.