არაალკოჰოლური სასმელების მარკირების საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე რეჟიმში მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდა და შესაბამისად, ეს არის პოზიტიური და დადებითი გადაწყვეტილება ბიზნესისთვის, - განაცხადა საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მყისიერად რეაგირებს იმ პრობლემებზე, რომელიც გააჩნია ბიზნესსექტორს.
„პრემიერ მინისტრი და მთავრობა მყისიერად რეაგირებს იმ პრობლემებზე, რომელიც გააჩნია ბიზნესსექტორს. ერთ-ერთი მათგანი უკანასკნელ პერიოდში მედიის საშუალებით გავრცელდა, ეს იყო მომართვა, რომელიც პრემიერ-მინისტრის სახელზე იყო გაჟღერებული არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისგან და ეხებოდა მარკირების საკითხს. შედგა ინტენსიური კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესომბუდსმენისა და ამ სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით და მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე რეჟიმში მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდა. შესაბამისად, ეს არის პოზიტიური და დადებითი გადაწყვეტილება ბიზნესისთვის", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.