დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილს ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას წარუდგენს
05-12-2019, 15:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების წინააღმდეგ მისცა ხმა, პარასკევს, პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომაზე მისი თანამოაზრე მაჟორიტარი დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვას აპირებს, რომელიც ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და არჩევნების მხოლოდ მაჟორიტარული წესით ჩატარების დაკანონებას ითვალისწინებს.

 


„იქნება ორპალატიანი სისტემა. ვფიქრობ, რომ ეს მაღალ ხარისხში უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ, პოლიტიკურ განვითარებას და, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის უშუალო კავშირი მაღალ ხარისხში იქნება“ ,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და დაამატა:

 


„ხიფათებზე ვისაუბრებ უმრავლესობის სხდომაზე, იმ ხიფათებზე, რომ შეიძლება, ასე ნაჩქარევად და გაუთვლელად მძიმე პოლიტიკურ რეალობაში ჩადგეს საზოგადოება. არგუმენტებს მივიღებ, მაგრამ არგუმენტად ვერ იქნება მიღებული დავპირდი და შევპირდი. შესაძლოა, იყოს ცხარე საუბარიც... ავირჩიეთ გზა, ხალხში გავალთ. 200 000 ხელმოწერას დავარეგისტრირებთ. თუ რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, ხვალ ვნახავთ“.

 


ხუნდაძე ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი